პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვილი, რომელიც სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში დაიბადა, საავადმყოფოშია მოთავსებული.
აია, რომლის სახელი არაბულად "სასწაულს" ნიშნავს, მაშველებმა დედის ცხედარზე ჭიპლარით მიბმული იპოვეს. დედა, მამა და მისი ოთხივე დედმამიშვილი სტიქიამ იმსხვერპლა.
"ჩვილი საავადმყოფოში შემოყვანისას ცუდ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა კოპები, ჩალურჯებები, გაყინული იყო და ძლივს სუნთქავდა," - ამბობს პედიატრი ჰანი მარუფი.
აიას შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. კლინიკის მენეჯერი ხალიდ ატია ამბობს, რომ ამ თხოვნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველდღიურად უამრავი ზარი შედის. ატია, რომელიც თავად არის 4 თვის ბავშვის მამა, აიას გაშვილებაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს:
"არავის მივცემ ჯერ მისი შვილად აყვანის ნებას. ვიდრე მას ახლობლები მოაკითხავენ, საკუთარი შვილივით მოვუვლი" - თქვა მან, მანამდე კი გოგონას, საკუთარ ბიოლოგიურ შვილთან ერთად, ატიას ცოლი კვებავს.