ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღრმა მწუხარებას გამოხატავს სახელოვანი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო.

„ქალბატონი ქეთევანი გახლდათ ერთადერთი ევროპელი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში და არაერთი პრიზის მფლობელი. მისმა ბრწყინვალე სპორტულმა კარიერამ შორს გაუთქვა სახელი ქართულ სპორტს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ქეთევანის ოჯახსა და ახლობლებს”, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.