1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება გაახმაურა და დღეს უკვე პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გააფორმა, რიგი ჩამოდგა ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, შედეგი საკუთარ თავზე მიიწერონ, მაგრამ ეს შედეგი ეკუთვნის საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, – ასე უპასუხა პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რას უპასუხებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საპროტესტო აქციების შედეგია და ოპოზიციის, თუ სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა.
მსგავსი: ომი უკრაინაში და საქართველოს მიერ გაკეთებული...
„ქართული ოცნების“ მიერ ეს განზრახვა ნათლად იყო გამოვლენილი, როდესაც ჩვენს ამომრჩეველს საარჩევნო დაპირებად მივეცით და ვუთხარით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებდით 2024 წლისთვის. ეს ერთი, ამის ცხადი და ნათელი დასტური, მეორე მხრივ კი, გეტყვით, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ გავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა, გვქონდა ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და ყოველთვის ხაზგასმით, ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რომ „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველო რეფორმებით იყო ლიდერი ქვეყანა და იყო ყველაზე ახლოს ევროკავშირთან. ამიტომ, აქ საუბარი ზედმეტია იმაზე, რა განზრახვა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. განზრახვა იყო ცხადი და ნათელი, რაც გამოვლენილი იყო კონკრეტულ მოქმედებებში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, დღეს მართლაც ისტორიული დღეა, როდესაც საქართველო აკეთებს განაცხადს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ეს არის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ეს არის მიზანი, რომლისთვისაც დიდი ხანია, ვიბრძვით და იღწვის ეს სახელმწიფო, ქვეყანა, ხალხი, საზოგადოება, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ევროპაში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან ნათელი და მკაფიოა, თუმცა წევრობამდე მნიშვნელოვანი გზაა გასავლელი, რაც ძალიან ბევრ რეფორმაზე და ხელისუფლების მიერ არჩეულ დღის წესრიგზე გადის.
„ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩემი მოლოდინი ასეთია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებებს, რომელიც ბრიუსელიდან და სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებიდან წამოვა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, რათა ყველაფერი წარმატებულად წარიმართოს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, მოხდება თუ არა რეზოლუციის პროექტის კორექტირება მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადი უკვე ოფიციალურად წარადგინა და რამდენად აქვს მოლოდინი მმართველ გუნდს, რომ ოპოზიცია განხილვებში ჩაერთვება, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტი სავსებით თავსებადია იმ მიზნებთან, რაც საქართველოს სტრატეგიულად გააჩნია ევროკავშირთან მიმართებაში, თუმცა შეიძლება, რამდენიმე ფრაზა შეიცვალოს, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიმართა ევროკავშირს და ეს უკვე დამდგარი ფაქტია, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კი თანამშრომლობის იმედი არ აქვს.
კითხვაზე, უნდა გავიგოთ თუ არა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება ისე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ შექმნილ უმძიმეს ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა ვერ დაინახა, ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მართლაც გაუგებარი იყო, მაგრამ ერთი მხრივ, იქნება კონსულტაციები, მეორე მხრივ კი, საქართველოს აქვს ღრმა მეგობრული ურთიერთობები უკრაინულ სახელმწიფოსთან და ეს ყველაფერი გადაილახება.
„აქვე გეტყვით, რომ საქართველოს სახელმწიფომ თავიდანვე დაიჭირა ცხადი და ნათელი პოზიცია – ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იქნება, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ამას უზრუნველვყოფდით და ამის არა ერთი მაგალითი იყო უკვე ამ დღეების განმავლობაში. მეორე, ჩვენ ვიმოქმედებთ ჰუმანიტარულ ჩარჩოებში და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უკრაინას მაქსიმალური ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.