სად იპოვეს გარდაცვლილი ბიჭი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა
1743500604
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დააკავა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დღეს ციხეს დატოვებს.
გამოცემა ekhokavkaz-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განაცხადა. კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს.
ე.წ. შსს სამინისტროს ე.წ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ირაკლი ბებუას 9 წელი მიესაჯა, თუმცა ციხეში 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარებინა. კიუტის თქმით, დროზე ადრე ბებუას გაშვებას არავინ აპირებს, ყველაფერი იმ მუხლისა და იმ განაჩენის შესაბამისად ხდება, რომელიც მას ე.წ. სასამართლომ გამოუტანა.