"იქნებ გტკივა, იტანჯები და ვერაფერს ვაკეთებ, ჩემი და შენი, ჩვენი ცხოვრება არ დაანგრიო" - გაუჩნარებული სალომე ტეტუნაშვილის და

sofo

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული 24 წლის ქართველი ემიგრანტის სალომე ტეტუნაშვილის და, სოფო ტეტუნაშვილი სოციალურ ქსელში გულის ამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს.

"ორი ღამეა ჩემს თვალს ძილი არ ეკარება, ფიქრისგან ვიშლები, უმოქმედობა მაგიჟებს, იქნებ გტკივა, იტანჯები და ვერაფერს ვაკეთებ შენთვის.

ჩემი და შენი, ჩვენი ცხოვრება არ დაანგრიო, იცოდე სალომე!!!

ჩემო ნაწილო" - წერს გაუჩინარებული ემიგრანტის და. 

ცნობისთვის,

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქეს მესამე დღეა ისევ ეძებენ.

ბოლო ინფორმაციით, ოჯახი და სამართალდამცველები გაუჩინარებიდან 48 საათის გასვლას ელოდა, რათა გოგონას ძებნა ლამერების მეშვეობით დაწყებულიყო.