შუქი გაითიშება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
1732919537
„რუსთავი 2-მა“ 4 სექტემბერს ახალი სეზონი ახალი გადაცემებით დაიწყო. არხმა, ტრადიციულად, ერთგული მაყურებლისთვის ის მეგაპროექტები მოამზადა, რომელიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთია „გვაჩვენე შენი ხმა“ - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს, შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს.
„პრაიმტაიმმა“ გუშინდელი გადაცემის ერთ-ერთი გმირი, მარტოხელა დედა, ლუდა დუნდუა ჩაწერა, რომელსაც საოცარი ვოკალური მონაცემები აქვს. ის პროექტს მალევე გამოეთიშა, თუმცა ამბობს, რომ ამ საოცარ შოუში მონაწილეობა მისთვის უდიდესი ბედნიერება და გამოცდილება იყო.
„პროექტი არის პოზიტივით სავსე, სახალისო და დადებითი. მართლაც, რომ დამარცხებულიც და გამარჯვებულიც ორივე ბედნიერია. ძალიან ვიხალისე. ძალიან მინდოდა, რომ დათოსთვის დაეჯერებინათ, რადგან მან მალევე შეატყო პირის მოძრაობაზე, რომ ვმღეროდი. ძალიან დადებითი ემოციები მაქვს. გუშინაც მეგობრებთან ერთად ვუყურე და არ მქონია ის მომენტი, რატო გავვარდი ან რამე. ჟიურიზე მინდა ვთქვა, რომ საოცარი ადამიანები არიან. ყველა ადამიანისგან მოდიოდა დადებითი, გადაღების პროცესიც კურიოზული და სასწაული იყო.
ვნახე კომენტარები და ძალიან გამიხარდა, წერენ აღმოაჩინეთ ახალი ვარსკვლავიო. უბედნიერესი ვარ, გადაცემა „შუადღეშიც“ მიმიწვიეს. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. ამჯერად რესტორან „თაშრეში“ ვმღერი. იქნებ დაიწყოს ჩემი აღმავლობის პერიოდი, მართლა არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან“,- ამბობს ლუდა დუნდუა.
როგორ მოხვდით პროექტში?
- მივედი კასტინგზე. ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს, რატომ არ მიდიხარ სადმეო. მოვედი და მოვეწონეთ. 2018 წელს ნიჭიერშიც გამოვედი, თუმცა ახლა ვერავინ მცნობს, მაშინ 80 კილოთი მეტი ვიყავი.
მარტოხელა დედა ხართ, როგორ უმკლავდებით სამი შვილის გაზრდას?
- სამი შვილი მყავს, 17, 15, და 10 წლის. ოთხი წლის წინ, წავიდა ჩემი მეუღლე სამუშაოდ აზერბაიჯანში, ამ სიშორემ გამოიწვია ალბათ ეს ყველაფერი და ჩვენ დავშორდით. ვწვდები და ვზრდი ნელ-ნელა. რთულია სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან მიდგომა, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები. რაც სამსახური დავიწყე უფრო მიადვილდება.
როგორ დაიკელით 80 კილო?
- წლები შვილი არ მიჩნდებოდა და ჰორმონებმა გამოიწვია მატება. მერე დავიწყე ვარჯიში და გავიკეთე კუჭის ბალონირება, ასევე კვება, ბევრი სიარული და მივაღწიე სასურველ წონას.
რა არის თქვენი მთავარი მიზანი და ოცნება?
- ძალიან მინდა ჩემი თავის რეალიზება და მთელი ცხოვრება ვოცნებობდი დიდ სცენაზე დადგომაზე. მინდა, რომ სულ ფორმაში ვიყო, ვიმღერო საახალწლო კონცერტებზე და ყველას გავაგონო ჩემი ხმა. მე როდესაც ძლიერი ვიქნები, ჩემი შვილებიც ძლიერები იქნებიან.