„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
ბერი იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად საქართველოს საკუთრებაა, თბილისშია. წიგნი ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას, რაც იმას ნიშნავს, რომ მეათე საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი და ჰიმნოგრაფი ისტორიულ სამშობლოს უბრუნდება. ხელნაწერის შთამბეჭდაობასა და უნიკალურობას ბევრი მიზეზი განსაზღვრავს.
პირველადი ტექსტი V-VII საუკუნით თარიღდება, ხოლო მეათე საუკუნეში იოანე ზოსიმემ მასზე ტექსტი ქართული ანბანით პირადად გადააწერა. უნიკალური ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე, ეს დიალექტი კი ყველაზე ახლოს არის ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა.
წიგნი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აჩუქა. საგანძური კრისტის აუქციონზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მილიონ ფუნტად შეიძინა.