გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
Instagram-ს სურს, ახლა უფრო მარტივად გაიგოთ, აზიარებთ თუ არა ლოკაციას, ამიტომაც Map-ის ფუნქციას აახლებს. ეს კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ფუნქციის ჩაშვებას ბევრი გაუგებრობა მოჰყვა, მომხმარებლები ვერ ხვდებოდნენ, პლატფორმა ავტომატურად აზიარებდა ლოკაციას ყველასთვის თუ არა… თუმცა ამ დროს ისინი ადამ მოსერიმ დაამშვიდა და უთხრა, რომ ლოკაცია მხოლოდ მაშინ გახდებოდა სხვებისთვის ხილული, როცა ამას თავად გადაწყვეტდნენ.
ამ ამბის შემდეგ 2 თვე გავიდა და ახლა უკვე ინსტაგრამი რუკის ზედა ნაწილში თვალსაჩინო ინდიკატორს ამატებს, რომელიც სწორედ ლოკაციის გაზიარებისას გამოჩნდება და ასე მთელ რიგ კითხვებს აგვარიდებს თავიდან. უფრო ზუსტად, ახალ ინდიკატორს პროფილის ფოტოს ქვეშ ვიხილავთ, იგი Notes-ში DM-ების გვერდზე გამოჩნდება და გეტყვით, გაზიარებული გაქვთ თუ არა თქვენი მდებარეობა.
ინფორმაციისთვის შემახსენებელ შეტყობინებასაც ამატებს, რომელიც მომხმარებლებს აცნობებს, რომ ლოკაციის თაგის სთორზე, რილსსა თუ პოსტზე დამატებით, იგი რუკაზე გამოჩნდება. კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს ყველაფერი, ინსტაგრამი მომხმარებლებს გადახედვის შესაძლებლობას მისცემს, რათა თავად წინასწარ ნახონ, როგორ გამოჩნდება მათი კონტენტი რუკაზე, როცა ლოკაციას ინსტაგრამის კონტენტს დაამატებენ.
ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებს, რომ მეგობრებს კოორდინირება და შეკრება გაუმარტივოს. ამასთან, საშუალებას აძლევს მათ, ნახონ ლოკაციაზე დაფუძნებული კონტენტი, რომელიც მათმა საყვარელმა კრეატორებმა თუ მეგობრებმა გააზიარეს. თან არ აქვს მნიშვნელობა, ლოკაციის გაზიარების ფუნქციას იყენებთ თუ არა, ლოკაციაზე დაფუძნებული კონტენტის ნახვას რუკაზე მაინც მოახერხებთ.
აღსანიშნავია, რომ სთორების მსგავსად, ინსტაგრამმა ეს ფუნქციაც Snapchat-ისგან აიღო…
ამასთან, ცოტა ხნის წინ მეტად საინტერესო ამბავი ჰქონდათ, ბოლო დროს მომხმარებლებს კითხვა გაუჩნდათ, უსმენდათ თუ არა მათ ინსტაგრამი მიკროფონის საშუალებით, რაზე პასუხიც ადამ მოსერიმ შემოგვთავაზა.