დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
საქართველოში ახალშობილის დაბადებისას მოლოდინის ტრადიცია განსაკუთრებული მოვლენაა. ამ დროს, ყოველთვის იკრიბებიან ახლობლები და ოჯახის წევრები, რომ ახალშობილის დაბადებას ერთობლივად შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დრო იცვლება და ცხოვრების რიტმი განსხვავებულია, ეს ტრადიცია დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას.
სწორედ ამიტომ, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში გადავწყვიტეთ, რომ მოლოდინის ეს მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ უფრო კომფორტული და მშვიდი გაგვეხადა. ჩვენი ახალი მოსაცდელი სივრცე სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – რათა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ბავშვის დაბადებას თანამედროვე, მყუდრო და მოსახერხებელ გარემოში დაელოდონ.
ეს არის ადგილი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მომლოდინე ახლობლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ მშვიდად და კომფორტულად დაელოდონ ბავშვის დაბადებას. სივრცის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ, რაც საშუალებას აძლევს ოჯახებს, თავიდან აიცილონ სტრესული გარემო და ამ მნიშვნელოვან მომენტს შეხვდნენ სიმშვიდით.
ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივა არა მხოლოდ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, არამედ ეტაპობრივად შეცვლის მოლოდინის ტრადიციას საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ უფრო სასიამოვნო და მოსახერხებელი გახდეს ყველასთვის.
იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული სივრცე ოჯახებისთვის ნამდვილი სიახლე და კომფორტი იქნება!