გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ ნიღბიანმა ტერორისტებმა დაწვან ჩვენი შენობები, თავს დაესხან ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით მოძრაობა „ანტიფასთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ეს აქტივიზმია, ეს არის ანარქია. ჩვენ არ შეგვიძლია და არც დავუშვებთ, რომ ნიღბიანმა ტერორისტებმა დაწვან ჩვენი შენობები, თავს დაესხნენ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, დააშინონ ჩვენი საზოგადოება. თქვენი ხელმძღვანელობით, პრეზიდენტო ტრამპ, ჩვენ ვიყენებთ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების სრულ ძალას „ანტიფას“ და სხვა შიდა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა პემ ბონდიმ.
აშშ-ის გენერალური პროკურორის თქმით, გასულ კვირას ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებს და შესაბამის უწყებებს, „ანტიფას“ და სხვა რადიკალური მემარცხენე ჯგუფების ძალადობისგან საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრების დაცვა დაავალა.
„ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვებრძვით ამ შიდა ტერორიზმს“, – აღნიშნა მან.
პემ ბონდის თქმით, კომპანიებმა „ეფლმა“ და „გუგლმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, წაშალონ მობილური აპლიკაციები, რომლებსაც საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ოფიცრების ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლიათ და იმედი გამოთქვა, რომ კომპანიები ასეთი აპლიკაციების წაშლას გაგრძელებენ.
„ვიმედოვნებთ, რომ ისინი გააგრძელებენ ამის შესრულებას, რადგან ეს ემუქრება ჩვენი ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ უბრალოდ მოძალადე კრიმინალების ქუჩებში დაკავებით. დანაშაულთან ბრძოლა უფრო მეტია, ვიდრე ქუჩებიდან ცუდი ტიპების მოშორება. ეს არის დანაშაულის წინააღმდეგ თანმიმდევრული ბრძოლა“, – აღნიშნა პემ ბონდიმ.