გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მ.ა. სასაზღვრო გამტარ პუნქტის „ბათუმის ნავსადგური“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა ის სატვირთო ავტომანქანის მისაბმელით ფარულად, უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.