ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში აქციაზე დაშავებული რვა პირი მკურნალობს

საუნივერსიტეტო კლინიკა

პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე დაშავებულთა ნაწილი ინგოროყვას კლინიკაში გადის მკურნალობას.

როგორც კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ დროისთვის კლინიკაში რვა პაციენტი მკურნალობს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები ძირითადად აღენიშნებათ თავის, გულმკერდისა და სახის არეში.

„დღეს დილიდან ჩვენთან აქციიდან შემოსულია რვა დაშავებული. ძირითადად აღენიშნებათ თავის, გულმკერდის, სახის ტრავმები. რვა პაციენტიდან ოთხის ჰოსპიტალიზაცია უკვე მოხდა. ოთხ პაციენტთან ჯერჯერობით მიმდინარეობს კვლევები. საყურადღებოა რამდენიმეს მდგომარეობა, ძირითადად სტაბილურია“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა.