10 ნიშანი, რომ იმაზე ჩქარა ბერდება შენი ორგანიზმი, ვიდრე მოსალოდნელია
1786982270
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) დღეს, 17 აგვისტოს, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა.
ცნობარი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ გაეცნონ მობილობის ფარგლებში შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ხელმისაწვდომ ადგილებს, რაც მათ სასურველი პროგრამების შერჩევასა და მობილობის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებათ.
რაც შეეხება უშუალოდ მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაციას, რეგისტრაციის გავლა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
მობილობის პროცესის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.