ინფორმაცია მძღოლებისთვის - ნახეთ, სად შეიზღუდება მოძრაობა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები.

რის გამოც, 2025 წლის 1 აპრილს, 8:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება გზის ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.