ფეიკნიუსია, თითქოს სურათზე მიმამატეს და ა.შ. ტრამპმა მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. შეთანხმება არ გვქონია, რომ უნდა დაერეკა. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ფეიკნიუსია, რომ თითქოს არ მიიწვიეს ყაველაშვილი, არ ჰქონდა [ტრამპთან] საუბარი, სურათზე მიამატეს და ა.შ. [ტრამპმა] მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, დაურეკა თუ არა მას ტრამპმა.

„ამერიკაში ვისი სახელით ვიყავი, ტრამპმა ვინ მიიწვია იქ საზეიმო ვახშამზე?! თქვენ [ჟურნალისტს მიმართავს], თქვენი პატრონები ატყუებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ [„ქართული ოცნების“ ხელისუფლება] არალეგიტიმურები ვართ. ვინ ბრძანდებოდა ქართველი ხალხის სახელით ამერიკაში, ვინ მიიწვიეს ტრამპის ვახშამზე საქართველოს წარმომადგენელი?! მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიწვეული ტრამპის ვახშამზე. ფეიკნიუსია, რომ თითქოს არ მიიწვიეს ყაველაშვილი, არ ჰქონდა [ტრამპთან] საუბარი, სურათზე მიამატეს და ა.შ. [ტრამპმა] მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს. ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.