ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

ალერგია

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. 

„20.03.2023-26.03.2023 მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

თხილის (Corylus) და მურყანის (Alnus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის, კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ვერხვის (Populus) და თელას (Ulmus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო კონცენტრაციით დაფიქსირდება.

იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.