საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში ჰყვება სირთულის შესახებ, რომელიც მოულოდნელად, ნაქირავები ბინის დატოვებისას შეხვდა.
ნახეთ ამონარიდი ინტერვიუდან
როგორც მაკა ჰყვება, 13 ერთ ქალისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები. მეპატრონემ კი ბინა ისე გაყიდა, მაკამ ამის შესახებ არაფერი იცოდა და ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ რჩებოდა.
„იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, როდის მიდიხარო? იმ ქალბატონს, ვინც ბინა შეიძინა, ვულოცავ, რა თქმა უნდა, დღეს ბინის შეძენა დიდი ბედნიერებაა. თავად მასთან, სახლის ახალ მეპატრონესთან მოხდა დალაპარაკება, რომ ჩემთვის ბინის დასაცლელად დრო მოეცა. მოკლედ, ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ, ფაქტობრივად, ქუჩაში გამაგდო.
-13 წლის განმავლობაში, მასთან მეგობრული ურთიერთობა არ ჩამოგიყალიბდათ?
კი, იდეაში, ჩამოყალიბებული იყო. ძირითადად, ყოველ ზაფხულს ქირას მიმატებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინას გავარემონტებ და უცხოელებზე გავაქირავებ, რა პრობლემააო? იმის გამო, რომ აქეთ-იქით სიარული არ შემეძლო, გაურემონტებელ, საშინელ სახლში ვცხოვრობდი, 32 კვ.მ.-ში. ამბობდა, ყველა ფულს აკეთებს, მე რატომ არ უნდა გავაკეთოო?!
-ახლა სხვა ბინის პოვნა იოლად მოახერხეთ?
სრულიად შემთხვევით, გოგონა ვიპოვე, ვინც ბინას აქირავებდა…