„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ..." - ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა
1761721860
წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტის მერთან, გენადი ბალანჩივაძესთან ერთად გაეცნო.
ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ შვიდ უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.
„სოციალურად მოწყვლადი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ.
რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი) უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. პროგრამის ეგიდით წლის ბოლოს 85-მდე ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.