შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
მომღერალი ბექა ჩხაიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული. ჯერ არ არის გადმოსვენებული. ვინა ხართ? ან შვილები შეიცოდეთ ან მეუღლე ან მშობლები. პატარა შვილს რომ უთხრეს, მამის მაისური რომ ჩაიხუტა და ხელს ვერ აშვებინებენ. რომელ მხარეზე და რომელ პოლიტიკურ შეხედულებაზეა ლაპარაკი. დაიღუპა ბიჭი“, - მიმართავს ბექა ჩხაიძე იმ პირებს, რომლებმაც ახალგაზრდა კაცის სიკვდილზე არაეთიკური კომენტარები და პოსტები გამოაქვეყნეს.
რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, ორი დღის წინ, იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.