1766319652
ილია მეორეს სპეციალური ჯილდო გადაეცემა
"მე აფხაზეთისთვის" - 2025 წლის ღონისძიების სპეციალური ჯილდო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში "მანდარინი" წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცამეტმა პირმა მიიღო, რომლებმაც საკუთარი პროფესიული მიღწევები აფხაზეთს დაუკავშირეს. ღონისძიება მეექვსე წელია ყოველი წლის ბოლოს ტარდება.












