შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა

დაშვებული დროშა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,
საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.