„ვაი, შენს დედას, ლუკა... რა დღეშია, ნეტა იცოდე...“ - თბილისში მოკლულ ბიჭს გლოვობენ

მკვლელი

თბილისში, საცოლის მიერ მოკლულ ლუკა დარასელიას გლოვობენ. 

„ვაი, შენს დედას, ლუკა... რა დღეშია, ნეტა იცოდე... ვიზიარებ ყველას მწუხარებას, უფალმა ნათელი და სანთელი არ მოაკლოს მის სულს“;

„რა უბედურებაა, ვაი დედაშენს და გამზრდელ ბებიას. სიბერეში როგორ გაამწარე...“;

„ნათელი და სანთელი შენს უბოროტო სულს, ლუკა, რატომ, ღმერო...“;

„დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს და შენ კი ჩემო გოგო, ინგა, ამ სიმწარისთვის მენანები. შენ საოცარი დედა და მეგობრობა შეგეძლო. როგორ მტკივა, ვიზიარებ...“ - წერენ მოკლულის ახლობლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.