ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ალბანეთის მთავარეპისკოპოსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1972 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1991 წლის იანვარში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ გაიგზავნა ალბანეთში ეგზარქოსად, ალბანეთის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის აღსადგენად. 1992 წლის 24 ივნისს, ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსად აირჩია.

1992 წლიდან 2025 წლის 25 იანვრამდე იყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიური მთავარეპისკოპოსი.