დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჰიპერმარკეტში, სადაც ტყვიის შემცველი პროდუქცია აღმოჩნდა აცხადებენ, რომ მოხდა მყისიერი რეაგირება და კონკრეტული თეფში, რომელშიც ტყვია აღმოჩნდა გაყიდვიდან ამოიღებულია.
„აღნიშნული თეფშების იმპორტი მოხდა პოლონეთიდან, ევროკავშირიდან. აღნიშნული თეფშები იყიდებოდა ევროპის 10-მდე ქვეყანაში და 500-მდე მაღაზიაში, მათ შორის გერმანიაში, უნგრეთში, ჩეხეთი და ა.შ
გუშინ, როდესაც ჩვენთან მოვიდა ეს ოფიციალური შეტყობინება მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და ქსელიდან ამოვიღეთ როგორც ის კონკრეტული თეფში, რომელზეც შემოვიდა შეტყობინება ასევე, მთელი სერია და ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ ამოგვეღო გაყიდვიდან.
სამწუხაროდ, ესეთი ფაქტი ხდება ხოლმე. ჯამში სულ გაყიდულია 84 თეფში. ვთხოვ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც შეიძინა კონკრეტული თეფში მოიტანონ „დომინოს“ ნებისმიერ მაღაზიაში და ყოველგვარი ქვითრის გარეშე მოხდება ამ პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა მათი სურვილისამებრ“, - ამბობს თეიკო ლომინაძე ჰიპერმარკეტ „დომინოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.