„გველს შეუძლია კორპუსის მე-9 სართულამდე ავიდეს...“ - არის თუ არა ქვეწარმავლების მომრავლების საფრთხე?

გველი

17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophisschmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს.

ჯამში ქარელში 138 წითელმუცელა გველი იპოვეს და გადაარჩინეს. რამდენად საშიშია, რას მოასწავებს და როგორ მოვიქცეთ თუ ქვეწარმავალს გადავაწყდებით?! - ამ საკითხებზე სასაუბროდ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი და ილიაუნის სტუდენტი იოანე როსტიაშვილი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმრები იყვნენ, სადაც მომხდარის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარეს.

ცნობისთვის, ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული გველების ძებნით სამუშაოებში.

„უმეტესი სახეობის გველები გამოსაზამთრებლად, ასე იკრიბებიან იმ ლოკაციაზე, სადაც შეძლებენ ზამთრის კლიმატური ყინვების გადატანას, მათთვის კი ეს აღმოჩნდა ასეთი ადგილი. მინდვრებში იყო დიდი მილები ჩატანილი, რომელიც შედიოდა ამ სივრცეში, ალბათ სადღაც ამ მილებში შეძვრნენ, და სწორედ იქ მოხვდნენ“, - ამბობს შოთა ზანდუკელი.

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

ასევე დაგაინტერესებთ:

სამტრედიაში კაცს მატარებელი დაეჯახა

ხვალიდან ამინდი გაუარესდება - პროგნოზი საქართველოს მასშტაბით

ამერიკაში საქართველოს მოქალაქეს, 36 წლის კობა ძიგრაშვილს ეძებენ

ასტრონომებმა ყველაზე კაშკაშა კვაზარი აღმოაჩინეს