„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
გუშინ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, ოღონდ შიგნით არავინ იყო. მანქანა ცარიელი იყო, თუმცა როგორც ვიცით, მისი მფლობელი დაკარგულია და ვეძებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჩატარდა თათბირი და კიდევ ახალი მიმართულებები დაიგეგმა, სადაც სამძებრო სამუშაოები განხორციელდება.
„სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით, 26%-ია ტერიტორიის, რაც შესამოწმებელია. რაც არის სიახლე, გუშინ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, ოღონდ შიგნით არავინ იყო. მანქანა ცარიელი იყო, თუმცა როგორც ვიცით, მისი მფლობელი დაკარგულია და ვეძებთ ამ ადამიანებს.
დაიგეგმა რა უნდა გაკეთდეს შემდეგ, მდინარის პირას, კალაპოტში შესვლა და გადამოწმება. ამაზე შემდეგ დეტალურად გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა გომელაურმა.