„გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30 წლის გახდომას...“ - სოფო ბიბილაშვილის ემოციური მიმართვა

გურამ დადიანიძე

დღეს,  12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გური დადიანიძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით მისი დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გური, ჩემო ერთადერთო, გილოცავ, სადაც ხარ, როგორც ხარ 30 წლის გახდომას...  ძალიან მიყვარხარ, შვილო არ ვიცი, რისთვის გამწირეს, რისთვის გამანადგურეს, რატომ დამტოვეს შვილის გარეშე... 

სული მეწვის, გური, სული. ვაიმე, გასკდა გული, შვილო, სად ხარ, სად“, - წერს სოფო ბიბილაშვილი.