გურამ შარაძის წიგნის, „ძველი გურია“, წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

ბიბლიოთეკა

13 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული გურამ შარაძის წიგნის, „ძველი გურია“ (ორტომად), წარდგენა.

„ძველი გურია“ გურამ შარაძის მიერ გამოსაცემად მომზადებული ბოლო ნაშრომია. „მართალია, ის ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას და კიდევ ერთი სურვილის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმის დაარსებას, მაგრამ ახლა მისი ორივე სურვილი ასრულებულია“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.

გამოცემა შეიცავს უნიკალურ ცნობებს, ფოტო მასალასა და საძიებლებს.