პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც მოსახლეობას აფრთხილებს.
ექიმი მომაკვდინებელი ნარკოტიკის შესახებ წერს:
„მეგობრებო ახლა უკვე ორი შემთხვევა არის ქალაქში და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი დავწერო, ვინაიდან, ე.ი არის საშიშროება, რომ რაღაცა უბედურებას გადავეყაროთ!!!
ვინც გამოიწერეთ რაიმე ნარკოტიკი და ნახეთ, რომ არის თეთრი კრისტალები და გამოიწერეთ როგორც მეტამფეტამინი ან ალფა-პვფ ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში მეფედრონი და ამ კრისტალებში შესაძლებელია იყოს მეტადონი ან კარფენტანილი. ორი ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, სხვაც იყოს და ბევრი!!!
მეტადონი და კარფენტანილი ამ შემთხვევაში არის იპიატი და შესაძლებელია გამოიწვიოს ზედოზირება და სიკვდილი !! სიმპტომები მოხმარების დროს:
1. გულისრევა, ღებინება
2. გაბრუება, გონების დაკარგვა
3. სუნთქვის გაძნელება და მძიმე შემთხვევაში გაჩერება
რა უნდა ვქნათ:
1. არ მიატოვოთ მარტო ადამიანი
2. დარეკეთ 112 და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ, გაუვლის და მერე არ გამოვა
3. სუნთქვის გაჩერების და გონების დაკარგვის შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა პირიდან პირში ან პირიდან ცხვირში. დაიწვინეთ გვერდზე რომ ნაღები მასა არ მოხვდეს ფილტვში და გამოიყენეთ ნალოქსონი !!
არ არის აუცილებელი რომ გაუკეთოთ ვენაში, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაასხათ პირის ღრუში ან გაუკეთოთ კუნთში. ზედოზირების პაკეტები არის აპარატებში სიგმა, რომელიც დგას პსპ აფთიაქებთან მანდალას დაუკავშირდით და გატესტეთ თქვენი შეძენილი ნარკოტიკი !! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება !! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს!!“,- წერს ზურა სიხარულიძე.