გუგა ქაშიბაძე – ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა სერიოზული და საშიშია

გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის დიაგნოზი სერიოზული და საშიშია.

როგორც ქაშიბაძემ განაცხადა, მამაკაცს სხეულის 87 პროცენტი აქვს დამწვარი.

„შემოსულია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მეშვეობით ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნებოდა სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები. სხეულის დამწვრობა დაახლოებით 87%, სასუნთქი გზების დაზიანება, ე.წ დამწვრობითი შოკი. ამას ყველაფერს ემატებოდა ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია. პაციენტი დამწვრობითი ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, მიმდინარეობს დამწვრობითი შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა. რაც ვახსენე, ეს დიაგნოზი არის სერიოზული და საშიში“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

✕