„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა, "პრაიმტაიმს" რესპირატორულ ინფექციებზე ესაუბრება:
,,გრიპი, ეს არის ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები აიცრნენ გრიპის ვაქცინით. განსაკუთრებით უნდა მოხდეს ეს რისკჯგუფებში.
თუ ავიღებთ მსოფლიო სტატისტიკას და მათ შორის ქართულს, ძირითადად, გრიპით კლინიკაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. (60 წელს ზემოთ, ორსულები, ბავშვები) თუ ადამიანი შედის რისკჯგუფში, მნიშვნელოვანია, მათ დროულად მიმართონ ექიმს. თუ დამძიმდა გრიპი, სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება ერთეულ შემთხვევებში.
აქცენტი უნდა გავაკეთოთ უპირველესად იმაზე, რომ ვინც რისკჯგუფშია,მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს მათი ჯანმრთელობის შეფასება, რათა თავიდან ავიცილოთ ლეტალობა“,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.