გორის გვირაბში, 20-21 და 27-29 ივნისს, ღამის საათებში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

გორის გვირაბი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 19, 20 და 21 ივნისს, ყოველდღე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 27, 28 და 29 ივნისს, ყოველდღე, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე

თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში კი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ასევე ნახეთ:

👉 ნათია თოდუას ოჯახური იდილია ბათუმში - ნახეთ, პატარა ჰუგოს ფოტოები

👉 VIDEO: დაუჯერებელი კადრები დიდი დიღმიდან - რა ხდებოდა წვიმის დროს ქუჩებში

👉 „ახლახან აღმოვაჩინე, რომ ყველგან „სოფი ლორენის სარძლოდ“ ვარ მოხსენიებული, არადა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს მარიამ შარმანაშვილი

👉 ზოდიაქოს ამ ნიშნებს 2023 წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაუმართლებთ