ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ძაღლი როსი, რომელსაც მანქანამ დაარტყა და დაასახიჩრა, გერმანიაში გაემგზავრება.
„გომბორელი როსი სულ პატარა იყო როცა ჩვენთან მოხვდა. მანქანას დაურტყამს და დაინვალიდდა. ინვალიდი ლეკვი ზოგადად დიდხანს ვერ ცოცხლობს ვიდრე ზრდასრული ძაღლი. თუმცა როსის ძალიან უნდოდა სიცოცხლე და ყველაფერს გაუძლო. გერმანიაში ახალი ოჯახიც გამოუჩნდა, საბუთებიც მოვამზადეთ და ორიოდე კვირაში გავამგზავრებთ საზღვარგარეთ“ - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.