გმირთა მოედნის გადაკეტვამ აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება გამოიწვია

ნი

უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციის გამო, ღამით, გმირთა მოედანი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო - შედეგად, პარალიზებული იყო მტკვრის ორივე სანაპირო და ჭავჭავაძის გამზირი.

თავდაპირველად, გმირთა მოედანზე, გზის ჩაკეტვის დროს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რასაც რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.

მოგვიანებით, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები და ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაადგილების შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდნენ და გზის გახსნას ითხოვდნენ.