გიორგი ნემსაძეს შაბათს დაკრძალავენ - სად გაიმართება პანაშვიდები

გიორგი ნემსაძე

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ოჯახის ახლობლები წერენ, პანაშვიდები ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება. დაკრძალვა შაბათს.

მისამართი: ვაკე, ატენის ქ. 18ბ, სართული 6.

ლეგენდარულ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

„ნემსა, მიყვარხარ და მომენატრები“

„კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში“

„რა სამწუხარო ამბავია, ძალიან სამწუხაროა ნათელი დაადგეს გიორგი ნემსაძის სპეტაკ სულს“

„ძალიან მძიმე დღეა ქართული სპორტისთვის...“ 

„ძალიან კარგი ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ქართულმა ფეხბურთმა საოცარი ადამიანი. ნათელი შენ სულს კაპიტანო“,-წერენ სოციალურ ქსელში.

✕