1785864818
გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს აფრთხილებს
ექიმი გიორგი ღოღობერიძე მოქალაქეებს ანტიბიოტიკების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
მისი განმარტებით, ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება და მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.
ღოღობერიძის თქმით, ანტიბიოტიკების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მედიკამენტის მიმართ ბაქტერიების მდგრადობა (რეზისტენტობა) გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, მომავალში ინფექციების მკურნალობა გაცილებით რთული ხდება, რადგან პრეპარატი აღარ მოქმედებს ისე ეფექტურად, როგორც საჭიროა.
ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფის ანტიბიოტიკებს კონკრეტულ პაციენტებში სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოწვევაც შეუძლიათ, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ ექიმის შეფასებისა და რეკომენდაციის საფუძველზე უნდა მოხდეს.











