1732386875
გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დასადგმელად მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, მებრძოლის ბიუსტის დასადგმელად მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს. ინფორმაციას ამის შესახებ თუშეთის განვითარების ფონდი ავრცელებს:
„შემოწირულებების მიღება დასრულდა! ერთი თვის განმავლობაში იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე ბიუსტის დამზადებისთვის არის საჭირო! კონკრეტულად, ბიუსტის დამზადება და დადგმა ჯდება 15,360 ლარი, ხოლო შეგროვდა 13,097 ლარი, 4,290 ევრო და 850 დოლარი!
დარჩენილი თანხა მოხმარდება გიორგის სოფელშივე მდებარე მისი სახელობის სპორტულ დარბაზს და ასევე გიორგის სახელობის ყოველწლიურ კვირეულს (ოქტომბრის ბოლოს).
ამ საკითხებზე კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით დავწერთ. მოქანდაკესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.