„გიო აუტისტური სპექტრის წარმომადგენელია, რომელსაც ბევრ შესაძლებლობებთან ერთად სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა...“ - ბარბარა სამხარაძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

სამხარაძე

ბარბარა სამხარაძე გვთავაზობს თავისი მოსწავლის მიერ შესრულებულ „ჩიტო გვრიტოს“ და წერს, რატომ არის ეს შესრულება განსაკუთრებული:

„გამარჯობა!..

ვინც არ იცით, ეს გიოა (სუპერ გიო) რომელიც პირველ ეტაპზე, ჩემს სტუდიაში ერთადერთი ბიჭი იყო.

გიო აუტისტური სპექტრის წარმომადგენელია, რომელსაც ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, სიმღერის ნიჭიც აღმოაჩნდა.

მასთან მუშაობის ფუფუნება, მხოლოდ 2 თვე მქონდა.

16 სექტემბერს „თავისუფალ სკოლაში“, ჩემი მუსიკალური სტუდია ახალ სასწავლო წელს იწყებს!..

გელოდებით ყველას !“

ნახეთ, ვიდეო: