გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1742794055
ქართული ავიაკომპანიის შეძენით უცხოური კომპანიები ინტერესდებიან. Georgian Airways-ის შეძენა ჩინურ „სინჩუან ეარლაინსს" სურს.
როგორც „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ განაცხადა, „ჯორჯიან ეარვეისის“ შეძენა ჩინურ და არაბულ ავიაკომპანიებს სურთ.
„აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის ავიაკომპანია – „სინჩუან ეარლაინი“.
როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, საქართველო არის ღია ცის ხელშეკრულების წევრი, რომლის თანახმადაც, მყიდველს, რომელიც არ არის ევროგაერთიანების ან ღია ცის ხელშეკრულების წევრი, არ შეუძლია 100%-ის შეძენა. ამ შემთხვევაში, ეროვნული ავიაკომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე, ხოლო ინვესტორს სთავაზობენ 49%-ს.
Georgian Airways-ის კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28 წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. Georgian Business Brokerage -ის ინფორმაციით, შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ – მისი წილის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. კომპანიას კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს.