Geo Mandarini-„ მუმბაის გამოფენის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს ბევრი ტურისტი გვეყოლება ინდოეთიდან“

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  საქართველო  OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა.  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა.  გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია Geo Mandarini-ის წარმომადგენელი ქეთი ძებისაშვილი.  

“ძალიან ვეჭვობდით სანამ წამოვიდოდით ამ გამოფენაზე, რომ არ იქნებოდა გამოხმაურება და ინტერესი საქართველოს მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესია, ბევრს აინტერესებს MICE მიმართულება. რაც შეეხება გამოხმაურებას, ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე დავამყარეთ კონტაქტი, გამოგვიგზავნეს მოთხოვნაც და შესაბამისად გამოფენის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს თანამშრომლობა შედგება და ინდურ ბაზარზე შევალთ, ინდური ბაზარიცშემოვა და ბევრი ტურისტი გვეყოლება ინდოეთიდან“,-განაცხადა ქეთი ძებისაშვილმა.  

OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.