მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგნებისა და ხელფასის მიხედვით იხილეთ ლინკში https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03 მოცემულ დანართში.
მსურველებმა გთხოვთ, 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 22 მარტის ჩათვლით განაცხადები (განაცხადის ფორმა) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge, ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა - 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 24 მარტის ჩათვლით;
II ეტაპი - გასაუბრება - 2026 წლის 6 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;
III ეტაპი - ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) - 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე.
შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
1.უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
2.მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
3.სერტიფიკატები;
4.პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
5.პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
6.ტრენინგები, სწავლებები;
7.ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
8.უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ 2 წლისა;
9.პროფესიული აქტივობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14
https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03