გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

შუქი გაითიშება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-იდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, ბაცალიგო, ჭორმეშავი, ჟინვალი, აყნელი და მიმდებარედ.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.