GCA-ის კრება საჯარო რეესტრმა უკვე მეორედ დაახარვეზა - რა ხდება საავტორო უფლებების კონკურსის ირგვლივ

GCA-ის კრება საჯარო რეესტრმა უკვე მეორედ დაახარვეზა - რა ხდება საავტორო უფლებების კონკურსის ირგვლივ

საავტორო სფეროს რეგულაცია და ავტორ-შემსრულებელთა უფლებების დაცვა არის ის მთავარი მიზანი, რის გამოც საქ. პატენტმა კონკურსი გამოაცხადა. აკრედიტაციას მხოლოდ ერთი ასოციაცია მიიღებს, რომელიც იქნება საავტორო სფეროში ავტორ-შემსრულებელთა უფლებების დაცვისა და ჰონორარების სამართლიანად განკარგვის გარანტი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  GCA-ის შვილობილი კომპანიის,  GNRA-ის ავტორთა კრებას მხოლოდ 9 ადამიანი დაესწრო.

5 ნოემბერს კი, გიგა კობალაძის მიერ ჩატარებული GCA-ის კრება საჯარო რეესტრმა უკვე მეორედ დაახარვეზა.

“დახარვეზების მიზეზი პროცედურული საკითხებია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, შესაძლოა სულაც არ დაგვჭირდეს ხელმეორედ კრების მოწვევა და ხარვეზიც მარტივად გამოსწორდეს” - ამბობს გიგა კობალაძე.

მის მოსაზრებას არ იზიარებენ იურისტები.

“გიგა კობალაძეს ავტორთა საზოგადოებაში ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან ავტორთა კუთვნილი ჰონორარი მიითვისა, რომლიც 17 მილიონ ლარს აჭარბებს. თუმცა, საინტერესოა აქ ერთი ფაქტი, პერმანენტული ქაოსის თუ განზრახი კანონდარღვევების გამო ის, ფორმალურადაც ვერ ახერხებს საერთო კრებისგან ლეგიტიმაციის მიღებას, რადგან უკვე მეორედ (რეციდიულად) დახარვეზდა რეესტრის მიერ კრების გადაწყვეტილება” - აცხადებს, დათო ევგენიძის წარმომადგენელი, იურისტი ლადო რაფავა.

როგორც ავტორ შემსრულებელთათვის არის ცნობილი, GERA კრებას 12 ნოემბერს გამართავს. ამავდროულად, საქართველოს ავტორთა საინიციატივო ჯგუფი 11 ნოემბერს იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს (ავტორ-შემსრულებლებს), რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული გუნდის დახმარებით, დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში ამჟამად მოქმედი ქონებრივი უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქ. პატენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში  განცხადებების მიღებამდე სულ ცოტა დრო რჩება დაძაბულობაც იმატებს და ავტორ-შემსრულებელთა მხრიდანაც არ წყდება ინტერესი  კონკურსის შესახებ.

„ნებისმიერ მიუკერძოებელ ადამიანს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეუძლია: გიგა კობალაძესა და მის ორგანიზაციას არც მორალური და არც, იურიდიული უფლება არ აქვს არათუ მართოს, არამედ პრეტენზია გამოთქვას საავტორო უფლებების მართვაზე” - აცხადებს რუსა მორჩილაძე.

მსოფლიო გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ - საავტორო უფლებების დაცვა განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხად შეაფასა საერთაშორისო მედიამაც, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქ. პატენტის როლზე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი როლი აღნიშნულ კონკურსში გამოავლინოს ის კანდიდატი, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით შეძლებს ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარების გამჭვირვალედ შეგროვებას, სფეროს განვითარებასა და მათი უფლებების დაცვას.