გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

რკინიგზა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 29 და 30 დეკემბერს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

29-30 დეკემბერს მატარებლები თბილისიდან დილით, 08:50 საათზე გავა, ფოთიდან კი საღამოს 17:15 წუთზე გამოვა.

რკინიგზის ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.