„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი მომიტინგე პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმელს დაუპირისპირდა, როგორც კადრში ჩანს მამაკაცი სავარაუდოდ დანითაა შეიარაღებული.
თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მეექვსე დღე იყო გუშინ. დემონსტრაცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყო, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, დაახლოებით საღამოს 23:00 საათისთვის გაისმა უკვე გაფრთხილება მოქალაქეების მიმართ, მას შემდეგ რაც მომიტინგეთა ერთმა ნაწილმა, პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული, პიროტექნიკა და სხვადასხვა სახის ბლაგვი საგნები ისროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაეშვათ მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
3 დეკემბრის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 ადამიანი. მათგან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ნაწილი დაჯარიმდა, ნაწილის საქმიდან წარმოება დასრულდა, სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია 5 ადამიანი.