2027 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია
1791491391
დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„გატყუებენ!
თუ ვინმე ვიტამინების მიღებას გირჩევთ მათგან სარგებლის მიღების მოლოდინით იცოდეთ რომ ის ადამიანი ან იტყუება ან ტენდენციურია
მრავალი წლების განმავლობაში სხვადასხვა ფსევდო-სარგებლის მოლოდინით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისა და კიბოს პრევენციის მიზნით ვიტამინების გაყიდვების ბაზარმა წლიურად 30 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
რეალურად მათი მიღება ჯანმრთელობისთვის უსარგებლოა, მეტიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზიანის მიღებასთან (harm).
წარმოგიდგენთ ჩატარებულ მეტა-ანალიზს
ჩაატარა - United States Preventive Services Task Force) - აშშ-ის პრევენციულ მომსახურებათა სპეციალური ჯგუფი
ეს არის აშშ-ის დამოუკიდებელი, ექსპერტთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს დაავადებათა პროფილაქტიკის, სკრინინგისა და პრევენციული მედიცინის საკითხებზე.
(USPSTF-ის 2022 წლის სისტემური მიმოხილვა, გამოქვეყნებული JAMA-ში):
სტრუქტურირებული ქრონოლოგიურ-ანალიტიკური მიმოხილვა:
კვლევის კონტექსტი და ავტორები:
Vitamin and Mineral Supplements for the Primary Prevention of Cardiovascular Disease and Cancer: Updated Evidence Report and Systematic Review for the US Preventive Services Task Force
წყარო/ჟურნალი: JAMA (Journal of the American Medical Association)
ავტორები: Elizabeth A. O'Connor, Corinne V. Evans, Ilya Ivlev, Megan C. Rushkin, Rachel G. Thomas, Allea Martin, Jennifer S. Lin.
მიზანი: აშშ-ის პრევენციული მომსახურების სამუშაო ჯგუფისთვის (USPSTF) განახლებული მტკიცებულებების მომზადება, რათა შეფასდეს ვიტამინებისა და მინერალური დანამატების ეფექტურობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა (CVD) და ონკოლოგიური დაავადებების (კიბოს) პირველადი პრევენციისთვის ჯანმრთელ ზრდასრულებში.
შედეგების დეტალური ანალიზი დანამატების მიხედვით:
ა. მულტივიტამინები (Multivitamin)
Outcome 1 (პირველადი გამოსავალი):
საერთო სიკვდილიანობა (All-cause mortality): 9 კვლევა (51,550 მონაწილე).
ინტერვენციის ჯგუფი: 7.3% vs საკონტროლო: 7.7%.
შანსების ფარდობა (Odds Ratio - OR): 0.94 (95% CI: 0.87–1.01) — სარწმუნო განსხვავება არ არის
Outcome 2:
გულ-სისხლძარღვთა შემთხვევები (CVD events): 1 კვლევა (21,442 მონაწილე).
OR: 0.98 (95% CI: 0.86–1.12) — სარგებელი არ გამოვლინდა.
Outcome 3:
ნებისმიერი ტიპის კიბო (Any cancer): 4 კვლევა (48,859 მონაწილე).
ინტერვენცია: 8.5% vs საკონტროლო: 9.0%.
OR: 0.93 (95% CI: 0.87–0.99) — დაფიქსირდა სტატისტიკურად სარწმუნო მცირე შემცირება.
მაგრამ.... ARR - 0.5% (დეტალურად ოდნავ ქვევით)
ბ. ბეტა-კაროტინი (Beta carotene) და A ვიტამინი
Outcome 1:
საერთო სიკვდილიანობა: OR: 1.06 (95% CI: 1.00–1.12) — ფიქსირდება სიკვდილიანობის მცირედი მომატების ტენდენცია.
Outcome 2:
გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა (CVD mortality): OR: 1.10 (95% CI: 1.02–1.19) — სტატისტიკურად სარწმუნო ზიანი/რისკის მომატება.
Outcome 3:
ფილტვის კიბო (Lung cancer): 4 კვლევა (94,830 მონაწილე).
OR: 1.20 (95% CI: 1.01–1.42) — ბეტა-კაროტინის მიღება ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით (განსაკუთრებით მწეველებში).
გ. ვიტამინი D, ვიტამინი E და კალციუმი
ვიტამინი E:
Outcome 1:
საერთო სიკვდილიანობა (OR: 1.02), CVD შემთხვევები (OR: 0.96), კიბო (OR: 1.02) — არანაირი პრევენციული სარგებელი არ აჩვენა.
ვიტამინი D:
27 კვლევა (117,082 მონაწილე)
Outcome 1:
სიკვდილიანობაზე (OR: 0.96; 95% CI: 0.91–1.02).
Outcome 2:
CVD შემთხვევები (OR: 1.00) და კიბო (OR: 0.98) — სტატისტიკურად სარწმუნო პრევენციული ეფექტი არ გამოვლენილა.
კალციუმი:
Outcome 1:
CVD შემთხვევები: OR 1.11 (95% CI: 0.90–1.36).
Outcome 2:
კიბო: OR 0.94 (95% CI: 0.41–2.14) — სარწმუნო ეფექტი არ არის.
ეფექტურობის კლინიკური შეფასება: ARR და NNT
აბსოლუტური რისკის შემცირება (ARR):
მულტივიტამინების ჯგუფში კიბოს განვითარების მაჩვენებელი იყო 8.5%, ხოლო საკონტროლო (პლაცებო) ჯგუფში — 9.0%.
ARR = 9.0% - 8.5% = 0.5%.
მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობა (NNT - Number Needed to Treat):
NNT = 1 / ARR = 1 / 0.005 = 200.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული კლინიკური სარგებელი პოპულაციურ დონეზე არის ძალზედ მცირე და უმნიშვნელო.
გამოვლენილი ზიანი და გვერდითი ეფექტები
კვლევამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დანამატების მიღება არა მხოლოდ უსარგებლოა უმეტეს შემთხვევაში, არამედ შესაძლოა იყოს მავნებელიც:
A ვიტამინი: ასოცირებულია მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობის (Hip fracture) მომატებულ რისკთან.
E ვიტამინი: დაკავშირებულია ჰემორაგიული ინსულტის (Hemorrhagic stroke) განვითარების რისკთან.
ვიტამინი D / კალციუმი: კომბინაციაში მიღებისას ზრდის თირკმელში კენჭების წარმონაქმნის (Kidney stones) რისკს.
ბეტა-კაროტინი: ზრდის ფილტვის კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობას.
შეჯამება
ამ მეტა-ანალიზის საფუძველზე USPSTF-ის ოფიციალური დასკვნაა:
ჯანმრთელ, დეფიციტის არმქონე მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა თუ კიბოს პრევენციისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან კლინიკური სარგებელი არ არსებობს, ხოლო პოტენციური ზიანის რისკი — რეალური",- წერს ზაზა თელია.