„გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი...“ - პედიატრი მშობლებს მიმართავს

ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი თოვლიან დღეებში ბავშვების გარე აქტივობებს ეხმაურება და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.

რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები. ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.

თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!

ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, - წერს პედიატრი.