განათლების სამინისტრომ სასკოლო პიჯაკის ღირებულება 45 ლარით, შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი 25 ლარით განსაზღვრა

ფოტო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

უწყების ცნობით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.