1769975663
განათლების მინისტრი იერუსალიმის უნივერსიტეტს ეწვია - მხარეებმა ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების გეგმები განიხილეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უახლოესი თვეების განმავლონაში ყველა საჭირო პროცედურის გავლის საფუძველზე მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრის გახსნა. მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, ებრაულ უნივერსიტეტს მდიდარი ტრადიციები და ისტორია აქვს, ამას ადასტურებს ისფაქტი, რომ უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში დღესაც საპატიო ადგილს იკავებს












