მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
დალი ჩიტალაძეს მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას იგი სოციალურ ქსელში წერს.
„მართალი უთქვამთ, მშობელს ასაკი არ აქვსო…. ჩემმა მამიკომ ღირსეული და ტკივილით სავსე 90 წელი განვლო ამ ქვეყანაზე, აქედან 60 წელი თავის უსაყვარლეს მეუღლესთან გეტუნიასთან ერთად, ტკბილი და თბილი, ნიჭიერი და უკეთილშობილესი, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელი, ყოველთვის მქონდა მისი იმედი რომ არა ორი შვილის გარდაცვალების ტრაგედია შეიძლება 100 წელიც ეცხოვრა, და მისი ბრჭყვიალა და თბილი ღიმილით გაეთბო სამყარო და საყვარელი ადამიანები.
გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული, მტკივა და მენატრება უკვე მისი სიყვარული, ასეთი სიყვარულით სავსე ადამიანებით არსებობს ეს სამყარო და იარსებებს სანამ ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულის გაზიარებას შევძლებთ...“, - წერს დალი ჩიტალაძე.